რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინული დრონებით მასირებული იერიშის მოგერიების შესახებ იტყობინება – მოსკოვის სამმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინული დრონებით მასირებული იერიშის მოგერიების შესახებ იტყობინება. მოსკოვის სამმა აეროპორტმა – „დომოდედოვომ“, „შერემეტიევომ“ და „ჟუკოვსკიმ“ მუშაობა შეაჩერა.

უწყების ცნობით, ადგილობრივი დროით დილის 07:00-დან 10:00 საათამდე გაანადგურეს 70 დრონი, აქედან 34 მოსკოვის ოლქის თავზე, 14 – ბრიანსკის, შვიდ-შვიდი – ორლოვისა და კალუგის, ექვსი – კურსკის, ხოლოდ ორი – ტულის.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ერთ-ერთ დასახლებში ორ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. დაშავებულია 52 წლის ქალი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ომბუდსმენი: რუსებმა შეუიარაღებელი უკრაინელი მებრძოლი დახვრიტეს
შემდეგი სტატიაპუტინმა ჩრ. კორეასთან ორმხრივ თავდაცვის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც მხარეებს შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას ავალდებულებს