რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მობილიზაციის გამო, სხვა ქვეყნებში გადასული მოქალაქეების ექსტრადირების მოთხოვნას არ გეგმავს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ გეგმავს სამხედრო მობილიზაციის გამო, სხვა ქვეყნებში გადასული მოქალაქეების ექსტრადირების მოთხოვნას.

რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

„ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუგზავნია არანაირი მიმართვა ყაზახეთის რესპუბლიკის, საქართველოს და სხვა ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებისთვის იქ მყოფი რუსეთის მოქალაქეების თითქოსდა რუსეთში იძულებით დაბრუნების შესახებ. მიმართვა არ შემუშავებულა და არც გეგმავს“, – განაცხადეს სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიდავით ბერძენიშვილი – 1993 წლის 27-მა სექტემბერმა 2022 წლის 24 თებერვლამდე მიიყვანა მსოფლიო
შემდეგი სტატიაირაკლი ზარქუა – ომბუდსმენი, რომელიც დღეს გვყავს, აღმოჩნდა „ნაცმოძრაობის“ ინტერესების გამტარებელი და ზოგ შემთხვევაში, მათზე უფრო „ნაცი“ – პარლამენტს ასეთი ლაფსუსი რომ აღარ მოუვიდეს, კანდიდატთა მკაცრი შერჩევა იქნება