რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის ოლქებში 45 დრონი ჩამოაგდეს

საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის ოლქებში 45 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„გასული ღამის განმავლობაში, კიევის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმა სცადა. მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 45 დრონი გაანადგურა“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 11 დრონი მოსკოვის თავზე ჩამოაგდეს, 23 დრონი ბრიანსკის ოლქში, 6 ბელგოროდის ოლქის თავზე, 3 კალუგის ოლქისა და 2 დრონი კურსკის ოლქის თავზე გაანადგურეს.

banner
წინა სტატიაშიბეჟაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების გასულელება უნდა დაამთავროს!
შემდეგი სტატიაზაჰესის დასახლებაში სკვერი მოეწყობა