29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: ქვეყნის ტერიტორიაზე 323 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული ღამის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის რეგიონების და აზოვისა და შავი ზღვების წყლების თავზე 323 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

უწყების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დრონები ჩამოაგდეს ასტრახანის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, ვოლგოგრადის, კალუგის, კურსკის, ლიპეცკის, ნიჟნი ნოვგოროდის, ორიოლის, ორენბურგის, პენზას, როსტოვის, რიაზანის, სარატოვის, სმოლენსკის, ტულის, მოსკოვის ოლქებში, კრასნოდარის მხარეში, აზოვისა და შავი ზღვების წყლების თავზე.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონები გაანადგურეს ოკუპირებულ ყირიმშიც.

რუსული მედიის ინფორმაციით, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქვეყნის რამდენიმე აეროპორტში შეზღუდვები დაწესდა.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ სამხარაძე: ევროსაბჭოს რეზოლუციის ავტორებს, ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დოკუმენტს ხმას მისცემენ, არანაირი სურვილი არ აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის
შემდეგი სტატიალევან ჟორჟოლიანი: მომხმარებელს ექნება სრული ინფორმაცია საუკეთესო სამომხმარებლო ფასების შესახებ