რუსეთის სტრატეგიულ ავიაციას იმაზე დიდი ჯოჯოხეთი დაატყდა თავს, ვიდრე აქამდე დასტურდებოდა – ექსპერტები

უკრაინის არმიის გენშტაბის მიერ დადასტურებული ინფორმაცია 12 რუსული სამხედრო თვითმფრინავის დაზიანებისა და განადგურების შესახებ, შესაძლოა, შეიცვალოს და განადგურებული და დაზიანებული თვითმფრინავების რიცხვი ბევრად მეტი იყოს, ვიდრე ოფიციალურად გამოცხადდა. ვიდეოში, რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურმა გამოაქვეყნა, 40-ზე მეტი თვითმფრინავი ჩანს, თანაც, ერთ სამიზნეს ჯოგჯერ ორი ან სამი დრონი ეჯახებოდა.

ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ “თაიმერის” ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე.

სამხედრო ანალიტიკოსი გიგა ინაშვილი სწორედ ამ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას და ახლადაღმჩენილი გარემოებებიდან გამომდინარე შექმნილ მდგომარეობას აანალიზებს:

“როგორც ჩანს, იმაზე დიდი ჯოჯოხეთი დაატყდა რუსულ სტრატეგიულ ავიაციას, ვიდრე აქამდე დასტურდებოდა.
უკრაინის СБУ-მ ახლახანს გამოაქვეყნა ეს ვიდეო სადაც პრაქტიკულად ჩანს ყველა დაზიანებულ განადგურებული სამიზნე.

სამიზნეებზე დრონების მოხვედრების რაოდენობა საკმაოდ ბევრია და ამ ვიდეოში შესაძლოა დასტურდებოდეს 40 ერთეულამდე საფრენი აპარატი.

ერთი უხეში გადათვლით ჩანს დრონების 15 ცალ Ту-22М3 ზე და 13 ცალ Ту-95МС ზე დაჯახება/დაჯდომა, თუმცა ერთი და იგივე თვითმფრინავი რამდენიმე დრონის ვიდეოში მეორდება რაც ართულებს ზუსტი რაოდენობის დადგენას. ერთ მიზანს ზოგჯერ 2-3 დრონი ეჯახებოდა.
ასევე 2 ცალ А-50 ზე და 1 ცალ АН-12 ზე.
დამწვარია ასევე რამდენიმე ცალი ИЛ-76 იც.

ასევე ჩანს რომ დრონები ბოლომდე ლაივ რეჟიმში იმართება ოპერატორების მიერ, დამიზნების სისტემაში, სამიზნის ჩაჭერა გაყოლისთვის ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტის ელემენტებიც.
ამავე ვიდეოში დასტურდება 2 ცალი რუსული “ავაქსის” А-50 ის განადგურებაც, რაც უმნიშვნელოვანესი სამიზნეები იყო.

შედეგად ამ ტიპის გამართული ბორტების რაოდენობა 7 მდე შემცირდა რუსულ ავიაციაში.
ამ ვიდეოს მიხედვით, დანაკარგები იმაზე ბევრად მეტია ვიდრე აქამდე არსებული მასალებით დასტურდებოდა”, – წერს გიგა ინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: ამ პარლამენტის პოლიტიკურ ლეგიტიმურობას არ ვცნობ, ამ კომისიის და ამ პროპაგანდის ამოცანად მიმდინარე კრიზისის წინა ხელისუფლებასთან დაპირისპირებად გარდაქმნის მცდელობად მივიჩნევ, რასაც არ ვაპირებ ხელი შევუწყო
შემდეგი სტატიამარნეულში ბავშვებიც კი შეიარაღებულები დადიან – სამირა ბაირამოვა