სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკში მდებარე ქიმიურ ქარხანაზე თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით იერიშების გამო გაჩენილ ხანძარს აზოტის ქარხანაში ამ დრომდე ვერ აქრობენ.
როგორც ცნობილია, საჰაერო განგაშის ხმები ისმოდა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაშიც. ამ შემთხვევაშიი ხანძარი ელექტრო-სადგურში გაჩნდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით დაუდგენელია, უკავშირდება თუ არა მომხდარი უკრაინელების თავდასხმას.

















