რუსეთის სპეცსამსახურების განცხადებები ერთი-ერთში იმეორებს “ოცნების” გზავნილებს – სამადაშვილი

რუსეთის სპეცსამსახურების განცხადებები ერთი-ერთში იმეორებს ზუსტად იმ გზავნილებს, რაც ჩვენ გვესმის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისგან, – ასე აფასებს “ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი მოსკოვის განცხადებას. ოპოზიციის წევრის თქმით, ფაქტ,ა ცხადყო, რომ “ქართული ოცნების” განცხადებებიც სწორედ კრემლში იწერება. სამადაშილი პირდაპირ ამბობს, რომ “ქართული ოცნება” არა ქართველი ხალხის, არამედ რუსეთის მსახური ხელისუფლებაა.

რუსეთის სპეცსამსახურების განცხადებები ერთი-ერთში იმეორებს ზუსტად იმ გზავნილებს, რაც ჩვენ გვესმის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისგან, იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ხელისუფლება აპელირებს იმაზე, რომ გარე ძალებს სურთ ქვეყანაში რაღაც არეულობის შემოტანა, ხელისუფლების შეცვლა , რომ ოპოზიცია წარმოადგენს გარე ძალების ინტერესებს, არა ქართველი ხალხის და ახლა ვხედავთ, რომ ეს გზავნილები არის დაწერილი სწორედ რუსეთის შესაბამის სამსახურებში და ერთი და იგივე ავტორები ჰყავს ყველა ამ პროპაგანდისტულ გზავნილს, იმიტომ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რეალურად, არ არის საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. ეს არის, რეალურად, რუსეთის მსახურებაში მყოფი რუსული ხელისუფლება ის ქვედანაყოფი, – ამბობს სამადაშვილი.

მოსკოვის ამტკიცებს, რომ შეერთებულ შტატებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან გაშვება აქვს გადაწყვეტილი და პოლიტიკური სპეცოპერაციას იწყებს. სწორედ ასე ხსნის პუტინის რეჟიმის დაზვერვის სამსახური საქართველოს ხელისუფლების ლიდერებისთვის დაწესებულ სანქციებს. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების შეცვლა სალომე ზურბიშვილთან არის შეთანხმებული.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვის განცხადება “ოცნების” განცხადებებთან სინქრონშია – გიორგი ვაშაძე
შემდეგი სტატიაირაკლი ზარქუა „ახალის“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ გაერთიანებაზე: ლუზერების გაერთიანებაა