რუსეთის შსს: კადიროვის გამონათქვამები დაუშვებელია

რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუშვებელი უწოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის სიტყვებს, რომელმაც ადგილობრივ ძალოვანებს მოუწოდა ესროლონ ყველა იმ პოლიციელს, რომლებიც სხვა რეგიონებიდან ნებართვის გარეშე მუშაობენ ჩეჩნეთში.
ასეთი ოფიციალურ განცხადება, გუშინ გამოქვეყნდა სამინისტროს საიტზე, სადაც ნათქვამია, რომ სტავროპოლის მხარის პოლიციამ ჩეჩენი სამართალდამცველები საქმის კურსში ჩააყენა სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ, რომელიც დამნაშავის დასაკავებლად ჩეჩნეთში უნდა ჩაატაროს.
რამდენიმე ხნის წინ კადიროვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთში მხოლოდ ჩეჩენი სამართალდამცველები მუშაობენ და ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩეჩნეთის პოლიციას საჭიროების შემთხვევაში უფლება გააჩია რომ კოლეგები კანონით გათვლილი ყველა საშუალებით გააჩეროს, მათ შორის იარაღის გამოყენებითაც.

banner
წინა სტატიაშიშვეიცარია ბედნიერების ინდექსით პირველ ადგილზეა, საქართველო 130-ზე
შემდეგი სტატიაობამამ ტყვეების დახოცვის გამო ბოდიში მოიხადა