30 ოქტომბრის ღამესა და დილით რუსეთის ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დედაქალაქის დნიპროვსკის რაიონში ერთი ადამიანი დაიღუპა.
რუსეთის შეტევა ღამის საათებში დაიწყო და დილის განმავლობაშიც გაგრძელდა. იერიშის სამიზნე უკრაინის დედაქალაქი იყო.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მსხვერპლი დნიპროვსკის რაიონში დაფიქსირდა.

















