რუსეთის შეტევებს უკრაინაში 6 ადამიანი, მათ შორის 6 თვისა და 12 წლის ორი ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, რომ 22 ოქტომბერს ღამით კიევის ოლქში რუსული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 6, ხოლო დაიჭრა 17 ადამიანი.

გარდაცვლილთა შორის ბროვარსკის რაიონ სოფელ პოგრებიშში მცხოვრები 12 წლის გოგო და 6 თვის ჩვილი არიან. აგრეთვე, დაშავებულია 83 წლის ქალი, რომელიც უკრაინელმა მაშველებმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოიყვანეს.

“კიდევ ერთი ღამე, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთი ომის გაგრძელების გამო საკმარის ზეწოლას ვერ გრძნობს. დარტყმები მიმართული იყო როგორც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, ასევე საცხოვრებელი სახლებისკენ. ამ ეტაპზე ცნობილია 17 დაზარალებულის და 6 გარდაცვლილის შესახებ, რომელთაგანაც 2 ბავშვია” – წერია ზელენსკის განცხადებაში.

უკრაინის 10 რეგიონს რუსული მხარე 22 ოქტომბრის ღამის საათებში დაესხა თავს, პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, მძვინვარებდა ხანძრები, რომლებიც ამ ეტაპზე ჩამქრალია

banner
წინა სტატიაშიუკრაინა თავდაცვის ხარჯებს 7.7 მილიარდი აშშ დოლარით ზრდის
შემდეგი სტატია“სოკარის” საკუთრებაა – რომან გოცირიძე ყულევში შემოტანილ რუსულ ნავთობზე