რუსეთის შესაძლო ინტერესები „თიბისისა“ და ანაკლიის პორტისადმი

„თიბისი ბანკსა“ და მამუკა ხაზარაძეზე მიტანილი იერიშის დროს, როდესაც ბანკის აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ეცემოდა, მისი აქციების შესყიდვა აქტიურად დაიწყეს. ბანკისთვის ურთულესი ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, გაყიდული აქციების მთლიანი ღირებულება ერთ მილიარდ ფუნტამდე ავიდა. ინტერესი რუსული საინვესტიციო ფონდების მხრიდან გაჩნდა.

ჯერ კიდევ 25 იანვარს რუსულმა „სოვა კაპიტალმა“ მის კლიენტებს ბანკის აქციების აქტიური შესყიდვის რეკომენდაცია მისცა. მის უკან რუსი მილიარდერი, რომან ავდეევია.

საბანკო სფეროში წარმატების პარალელურად, ის სააფთიაქო ქსელებსაც ფლობდა რუსეთში და მაშინ მისი და ბიძინა ივანიშვილის ინტერსები გადაიკვეთა. ავდეევი აპირებდა, შეესყიდა ივანიშვილის სააფთიაქო ქსელი დოქტორ სტოლეტოვი. ავდეევი ბიოლოგიური და ნაშვილები 23 ბავშვის მამაა და არის უმსხვილესი საბანკო გაერთიანების, „მასკოვსკი კრედიტ ბანკის“ დამფუძნებელი. არსებობს ვარაუდი, რომ მისი კავშირები კრემლთან საკმაოდ მჭიდროა.

საერთაშორისო სავალუტო პალატის დამფუძნებლები არ გამორიცხავენ, რომ
„თიბისიზე“ მიტანილი იერიშის ერთი მიზანი წარმატებული ბანკის ხელში ჩაგდება იყოს.

ავდეევის გზები ირიბად ანაკლიის პორტთანაც იკვეთება. როსნეფტის აქციონერ რუს ოლიგარქ ავდეევს და მის გარემოცვას რამდენჯერმე მაშველი რგოლი ნახევრად სახელმწიფო კომპანია „როსნეფტმა“ გადაუგდო. პირველად, როცა ავდეევის კუთვნილი საპენსიო ბანკი კოტრდებოდა და მეორედ, როცა ავდეევის „ემბეკას“ შეექმნა გაკოტრების საფრთხე.

ავდეევს მჭიდრო კავშირი აქვს „ლუკოილთან,“ იმ ნავთობკომპანიებთან, რომლებიც ბოლო წლებია, კავკასიის როგორც ენერგოკორიდორის პროექტის ჩაშლას ცდილობენ. თუ ანაკლიის პროექტი და კავკასიური კორიდორი ვერ შედგა, ტვირთების უზარმაზარი ნაკადისთვის ერთადერთი სახმელეთო გზა დარჩება – რუსეთი.

„პოსტსკრიპტუმს“ სანდო წყარო უყვება, რომ „თიბისიზე“ შეტევა და 11 წლის წინანდელ ტრანზაქციასთან დაკავშირებული გამოძიების კატალიზატორი ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრა გახდა, რომელსაც მამუკა ხაზარაძე და ვანო ჩხარტიშვილი ესწრებოდნენ. P.S.-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე ჩხარტიშვილმა ხაზარაძეს თიბისის საეჭვო გადარიცხვა წამოაძახა. მოგვიანებით ჩხარტიშვილმა ჟურნალისტს მიწერა, რომ ამ ისტორიასთან მას შეხება არ აქვს. ოპოზიციისთვის კი ცხადია, რომ გამოძიება პოლიტიკური სარჩულით არის დაწყებული.

წყარო: რუსთავი2

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტმა მაკრონისა და მერკელის შემდეგ ჩემთვისაც მოიცალა” – ნატო ჩხეიძე სალომე ზურაბიშვილს პასუხობს
შემდეგი სტატიაირაკლი ლექვინაძე „თიბისი ბანკის“ გარშემო შექმნილ ვითარებაზე საუბრობს-ნებისმიერი მსგავსი პროცესი ბიზნესგარემოზე აისახება