12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევში, ბენზინგასამართ სადგურზე იერიში მიიტანეს

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევში, ბენზინგასამართ სადგურზე იერიში მიიტანეს.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ თავდასხმა დედაქალაქის გოლოსეევსკის რაიონში დრონის გამოყენებით განხორციელდა.

„თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ერთ ავტომობილს, თუმცა მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდაცია ოპერატიულად შეძლეს. იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან სამი საავადმყოფოშია გადაყვანილი“, — განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

banner
წინა სტატიაშითბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა
შემდეგი სტატიაეკა კუპატაძე: ნია იმნაძეს გიგა ავალიანის მოსაკლავად ალექსანდრე გაბაშვილის წაქეზებას ვედავებით