10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობა 2.4 მილიონი ადამიანით განისაზღვრა

ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობა 2,4 მილიონი ადამიანით განისაზღვრა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინის განკარგულება რუსეთის სამართლებრივი აქტების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„განისაზღვროს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საშტატო რაოდენობა 2 391 770 ერთეულის, მათ შორის 1 502 640 სამხედრო მოსამსახურის ოდენობით“ – ნათქვამია დოკუმენტში.

რუსული მედიის ცნობით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 2 640-ით გაიზარდა.

banner
წინა სტატიაში2025 წელს შემოწმებული მანქანების მეოთხედმა ტექინსპექტირების მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიაბალისტიკური რაკეტის გაშვების ფაქტთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო უწყებაში ირანის ელჩი დაიბარეს