რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ გუშინ უკრაინელების მიერ სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე განხორციელებულ თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა – 16. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა ისაუბრა.

მისი ცნობით, დაშავებულებს შორის რუსი გენერლებიც არიან, მათ შორის გენერალ-პოლკოვნიკი რომანჩუკი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. ბუდანოვის თქმითვე, დაშავდა შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ცეკოვი – ის უგონო მდგომარეობაშია.

ბუდანოვი არ ადასტურებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის სავარაუდო დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ცნობებს.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმა 22 სექტემბერს განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: გუშინდელი ჩემი სტატუსი ზურაბიშვილის გადაწყვეტილების განმარტების მცდელობაა, მეგობრებო, და არა ჩემი პოზიცია
შემდეგი სტატიაბოკერია ღარიბაშვილის გაეროში გამოსვლაზე: ტრიბუნა ქართული საზოგადოების მოსატყუებლად და ომის შიშზე პროპაგანდისთვის გამოიყენა