რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები გარკვეული ტიპის მანევრირებას და გადაჯგუფებას აგრძელებენ – ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერი

რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის გემები გარკვეული ტიპის მანევრირებას და გადაჯგუფებას აგრძელებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერი სერგეი ბრატჩუკი ავრცელებს.

„ცნობილია, რომ შავ ზღვაში იმყოფება ერთი გემი ფრთოსანი რაკეტებით ბორტზე, ერთი წყალქვეშა ნავი და ასევე, რამდენიმე დიდი სადესანტო გემი“,- განაცხადა ბრატჩუკმა.

მისი თქმით, საზღვაო დესანტის უკრაინის ტერიტორიაზე გადასხმის რისკი მუდმივად რჩება, თუმცა ჯერ არ ჩანს რუსეთის ფედერაციის ჯარის მომზადება სადესანტო ოპერაციის ჩატარების აქტიური ფაზისთვის.

banner
წინა სტატიაშირუსეთსა და აშშ-ს შორის სრული შერიგება უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ სრული რღვევა არასოდეს იქნება – სალივანი
შემდეგი სტატია“არცერთი ახალი კადრი არ აგვიყვანია” – კომპანია “ბორჯომი” განცხადებას ავრცელებს