რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ფეოდოსიადან გაიქცა

გასული წლის დეკემბერში ოკუპირებულ ფეოდოსიას პორტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პოზიციებზე უკრაინის არმიის შეტევამ, რამაც გამოიწვია ნოვოჩერკასკის დიდი სადესანტო გემის განადგურება, აიძულა მტერი გადაეყენებინა თავისი ხომალდები სხვა ადგილას. ამის შესახებ მონიტორინგის ჯგუფი „ყირიმის ქარი“ იუწყება.

ფეოდოსიას პორტის ახალ ფოტოებში მხოლოდ ნოვოჩერკასკის ნამსხვრევები ჩანს, სხვა გემები კი იქ არ არის. “უახლესი ფოტოები გვიჩვენებს მხოლოდ ლითონის ჯართის გროვას ნოვოჩერკასკის დიდი სადესანტო გემის ნამსხვრევებიდან, რომელიც გაანადგურეს უკრაინული რაკეტებით გასული წლის დეკემბრის ბოლოს. პორტში შავი ზღვის ფლოტის არც ერთი გემი არ არის”, – ნათქვამია განცხადებაში. .

banner
წინა სტატიაშირუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მასიური დარტყმა განახორციელეს
შემდეგი სტატიახაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკართან, მთის ფერდობიდან ღელის მიმართულებით მიწის მასა და ხეები ჩამოიშალა