16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

რუსეთის საზღვართან საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 18 მარტს გამოცხადებული შესყიდვის თანახმად, რუსეთის საზღვართან საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 41.5 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა.

კერძოდ, იგეგმება საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ37-კმ56 მონაკვეთის სარეაბილიოტაციო სამუშაოები (ლოტი 2 – კმ47-კმ56).

უფრო კონკრეტულად, საპროექტო მონაკვეთი მოიცავს ტერიტორიას: მდინარე არყალას ხიდის დასასრულიდან – ხანდოს ხევის ხიდის დასაწყისამდე. საუბარია, 19.4 კმ. სიგრძის მონაკვეთზე.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 25 აპრილს იწყება და 30 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 41 544 128 ლარს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი აცხადებს, რომ აქვთ უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთი ირანისთვის დაზვერვის ინფორმაციის მიწოდებას აგრძელებს
შემდეგი სტატიატრამპი აცხადებს, რომ ირანს ბირთვული იარაღი აღარ ექნება