რუსეთის საზღვართან აშშ-ს მზვერავი თვითმფრინავი დააფიქსირეს

აშშ-ს შეიარაღებული ძალების მზვერავი თვითმფრინავი რამდენიმე საათის განმავლობაში დაფრინავდა რუსეთის საზღვართან ახლოს, კერძოდ კალინინგრადის მოსაზღვრე ტერიტორიის თავზე. ამის შესახებ იუწყება რუსული სააგენტო “РИА Новости”. ამერიკული სამხედრო საჰაერო ხომალდი “AMANI52” სანომრე ნიშნით 62-4132 აფრინდა დიდ ბრიტანეთში მდებარე მილდენჰოლის სამხედრო ბაზიდან და იმყოფებოდა პოლონეთის საჰაერო სივრცეში, რომელიც კალინინგრადის ოლქს ესაზღვრება.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ნოემბერში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც აშშ-ს მზვერავი თვითმფრინავი რუსეთის საზღვართან ახლოს დაფიქსირდა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: “3 დეკემბერი – სახალხო იმპიჩმენტის დაწყების თარიღია”
შემდეგი სტატია“სპეცრაზმმა მომიპარა სახლიდან” – თამაზ შავშიშვილი