( ვიდეო) რუსეთის სავაჭრო შენობა უკვე გადავიდა აშშ-ს მთავრობის დაქვემდებარებაში

როგორც ვაშინგტონში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის უფროსმა ალექსანდრე სტადნიკმა განაცხადა, წარმომადგებლობის შენობა უკვე გადავიდა აშშ-ს მთავრობის დაქვემდებარებაში. ამერიკელების ამ ქმედებას რუსი დიპლომატების მიმართ მან რეიდერული თავდასხმა უწოდა.
სტადნიკის თქმით, სავაჭრო წარმომადგენლობის შენობაში მიმდინარე ჩხრეკის ფაქტი არღვევს საერთაშორისო კონვენციებს. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ შენობას მოეხსნა დიპლომატიური ხელშეუხლებლობის იმუნიტეტი.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/MIDRussia/videos/1125779787521461/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშირუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობაში ამერიკული პოლიცია ჩხრეკას აწარმოებს
შემდეგი სტატიაზახაროვა: ინფორმაცია რუსი დიპლომატების მიერ აშშ-ში თავშესაფრის მოთხოვნა არის “ფეიკი”