პუტინის განცხადებით, რუსეთის საწვავის ბაზარზე არსებული სირთულეები დროებითია და საერთო ეკონომიკურ დინამიკაზე გავლენას არ მოახდენს.
„შიდა ეკონომიკის, მისი ძირითადი სექტორების მდგომარეობა სტაბილურია, მიუხედავად გარე მცდელობებისა, რომ საწვავისა და ენერგეტიკის სექტორში სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინონ, – აღნიშნა პუტინმა.
მისი მტკიცებით, რუსეთის მშპ მაისში 0.3%-ით გაიზარდა, 2026 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში კი – 0.2%-ით.
„ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის მშპ მაისში მოკრძალებული ტემპით, მაგრამ მაინც გაიზარდა და დადებით ზონაში დარჩა -ზრდამ 0.3% შეადგინა. მხოლოდ მიმდინარე წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ზრდამ 0.2% შეადგინა“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

















