რუსეთის სასამართლომ ქართველ მებრძოლ გიორგი გოგლიძეს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა

გიორგი გოგლიძეს, რომელიც უკრაინაში მოხალისედ იყო წასული და რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის სასამართლომ გამოსასწორებელ კონიაში 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. განჩინებაში ნათქვამია, რომ სასამართლომ საკმარისად მიიჩნია რუსეთის პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იმ განაჩენის გამოსატანად, რაც დადგა.
პროკურატურის ცნობით, გოგლიძემ 2023 წელს გააფორმა კონტრაქტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან, მოხალისის სტატუსით შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისთვის. პროკურორმა სასამართლოზე განაცხადა, რომ გოგლიძე “ფინანსური ჯილდოს სანაცვლოდ მონაწილეობდა დაპირისპირებაში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში”.

banner
წინა სტატიაშისაბჭოთა რუსეთის ეს სადამსჯელო აქტი საქართველოს წინააღმდეგ, არასდროს აამოიშლება არც ისტორიიდან და არც ხალხის მეხსიერებიდან
შემდეგი სტატიაწლის დასაწყისიდან უკვე მეორედ, ვლადიმირ პუტინი კვირაზე მეტია, საჯარო ღონისძიებებზე არ ჩანს