რუსეთის სასამართლომ ბენდუქიძის გოგო მემკვიდრედ აღიარა

რუსეთის სასამართლომ ბენდუქიძის გოგო მემკვიდრედ აღიარა

ბედუმოსკოვის გაგარინის სასამართლომ 25 წლის ნასტასია გონჩაროვა კახა ბენდუქიძის მემკვიდრედ აღიარა.
ანასტასია გონჩაროვამ იმის შესახებ, რომ კახა ბენდუქიდე მისი მამა იყო 18 წლის ასაკში გაიგო – ამის შესახებ მან რუსულ “კომერსანტს” მოუთხრო. 2014 წელს ბენდუქიძის სიკვდილის შემდეგ ის შვილად აღიარებას ცდილობდა მოსკოვის, თბილისის და ლონდონის სასამართლოებში, სადაც კახა ბენდუქიძის დნმ-ის ნიმუშები ინახებოდა. კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ ბენდუქიძის და გონჩაროვას ნიმუშები 99,9996%-ით ემთხვევა ერთმანეთს.

“ახლა ჩემთვის პრიორიტეტია მამის საქმე გავაგრძელო და მონაწილეობა მივიღო თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების განვითარებაში” – განაცხადა გონჩაროვამ.

banner
წინა სტატიაშიშეხვედრაზე პროკურატურის მოწმე ფარული ჩამწერი აპარატურით მივიდა(video)
შემდეგი სტატიასამაჩაბლოს და აფხაზეთის მოსახლეობა ბაიკალის ამომრჩევლების სიაში შეიყვანეს