რუსეთის სარეზერვო ფონდშიფულის მასა მთლიანად ამოიწურება 2017 წლის მეორე ნახევრისთვის

მოსკოვში ბორის ნემცოვის პატივსაცემად სამგლოვიარო მარში

rusetis-mosaxleoba„ჩვენი გათვლებით,2017 წლის მეორე ნახევარისთვის, სარეზერვო ფონდში არსებული თანხები სრულიად იქნება გამოყენებული საბიუჯეტო დეფიციტის დასაფარავად, ხოლო შემდეგ დაიწყება რუსეთის ნაციონალური კეთილდღეობის ფონდის(ФНБ) სახსრების გამოყენება“ – ნათქვამია რუსეთის ცენტრალური ბანკის გამოკვლევების და პროგნოზირების დეპარტამენტის მიერ გამოცემულ მოხსენებაში.
დოკუმენტში ასახული შედეგები მიღებულია მოკლევადიან სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ასევე აღნიშნულია, რომ ეს დასკვნები და რეკომენდაციები შეიძლება არ ემთხვეოდეს ცენტრალური ბანკის ოფიციალურ პოზიციას.
ფედერალური ბიუჯეტის კანონპროექტის მიხედვით, 2016 წლის დასაწყისში სარეზერვო ფონდში იქნება 3,4 ტრილიონი რუბლი, ხოლო წლის დასასრულისთვის დარჩება 1 ტრლ-ნზე ცოტათი მეტი. ნაციონალური კეთილდღეობის ფონდში,2016 წლის 1 იანვრისთვის, 4,9,ტრლ რუბლს პროგნოზირებენ, ხოლო წლის დასასრულს – 4.66 ტრლნს.
ადრე, რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ნოემბერში სარეზერვო ფონდში არსებული თანხა 7%-თ შემცირდა.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა რუსებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებაზე უარი განაცხადა
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით ერეკლე კოდუა ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოიღეს