რუსეთის სარატოვის და ბელგოროდის ოლქებზე დრონებით შეტევა იყო

გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში. ამ ქალაქში რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების საავიაციო ბაზა მდებარეობს. ადგილობრივი ტელეგრამ-არხები ოთხი აფეთქების შესახებ იუწყებოდნენ.

სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა განაცხადა, რომ ენგელსზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო, თუმცა, საჰაერო თავდაცვის სისტემამ „დროულად და ეფექტიანად იმუშავა“. ბუსარგინის წინასწარი მონაცემებით, მოგერიებული დრონების ნამსხვრევებს ნგრევა არ გამოუწვევია და არავინ დაშავებულა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, სარატოვის ოლქში „გაანადგურეს“ თვითმფრინავის ტიპის ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი. თავდაცვის სამინისტრო ისევ იყენებს ტრადიციულ ფორმულირებას, რომ „აღკვეთილია კიევის რეჟიმის მცდელობა ტერორისტული შეტევები განეხორციელებინა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“.

ენგელსზე დრონებით შეტევის შესახებ უკრაინას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. რუსეთის სარატოვის ოლქის ენგელსის რაიონი უკრაინის ტერიტორიიდან დაახლოებით 600 კილომეტრითაა დაშორებული. გასული ორი წლის განმავლობაში ამ რაიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი შეტევა იყო. 2022 წლის დეკემბერში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ენგელსის სამხედრო აეროდრომზე დრონებით შეტევის შედეგად სამი რუსი სამხედრო დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ჟურნალისტებისთვის თავისუფალი ქვეყანაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი თავისუფალი არიან დეზინფორმაციის გავრცელებაში – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიანატოს მცდელობები, როგორმე გააფართოოს თავისი გავლენა ნაკლებად სავარაუდოა, რომ კავკასიას სტაბილურობას – კრემლის პრესსპიკერი