რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ცხინვალმა საქართველოსთან ე.წ.საზღვარი დაკეტა

http://www.bbc.co.uk/russian/society/2015/03/150324_russia_sobering_stations

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ცხინვალმა საქართველოსთან ე.წ.საზღვარი დაკეტა. ამის შესახებ „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ პრესსამსახური იუწყება.

“სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების დროს სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების ზომების დაცვა მნიშვნელოვანია. ამიტომ, 17 მარტის 21:00 საათიდან საქართველოსთან საზღვარი დაიკეტა” – ინფორმაციას სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

ე.წ. საზღვარზე გადაადგილება 19 მარტის 06:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.

დღეს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია.

არჩევნებზე დაშვებული კანდიდატებიდან სახელმწიფოს მთავარი თანამდებობისთვის 8 კანდიდატი იბრძოლებს. მაგრამ არც რუსეთში და არც მის გარეთ ამ არჩევნებისგან სიურპრიზს არავინ ელის. გამარჯვებულის ვინაობაში ყველა წინასწარ დარწმუნებულია და ეს არის ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც ამ პოსტზე კენჭს უკვე მეოთხედ იყრის.

რუსეთის პრეზიდენტის პოსტისთვის გარდა სახელმწიფოს მეთაურის ვლადიმერ პუტინისა იბრძვიან, რუსეთის კომუნისტური პარტიის კანდიდატი პაველ გრუდინინი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი, “იაბლოკოს” დამფუძნებელი გრიგორი იავლინსკი, “სამოქალაქო ინიციტივის” კანდიდატი ქსენია სობჩაკი, ზრდის პარტიის ლიდერი ბორის ტიტოვი, “რუსეთის კომუნისტების” ხელმძღვანელი მაქსიმ სურაიკინი და “რუსეთის საერთო სახალხო კავშირის” კანდიდატი” სერგეი ბაბურინი.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს ალექსეი ნავალნის, ვლადიმერ პუტინის ყველაზე ხმაურიან ოპონენტს.

banner
წინა სტატიაშიცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით 11 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაბორჯღალოსნები რუმინელებს დაუპირისპირდებიან