რუსეთის საპრეზიდენტი არჩევნებზე მოსკოვი აშშ-ის დამკვირვებლებს არ დაუშვებს

საქართველო-ნატო-ს სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება თბილისის მიერ აღებულ ვალდებულებებს არ შეესაბამება

ამერიკელ დიპლომატებსა და სხვა ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად არ დაუშვებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა რუსული მედია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე სერგეი რიაბკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

“რაც შეეხება ამერიკელი დიპლომატებს, ისინი არ იქნებიან ამ პროცესზე დაშვებულები, რადგან 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები არ დაუშვეს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ამ რადიკალური გადაწყვეტილების შესახებ რუსეთში მომუშავე ამერიკის დიპლომატიურ მისიას შეტყობინება უკვე გაუგზავნა. რიაბკოვის თქმით, ეს შეზღუდვა არ მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ეუთოს მისიის ფარგლებში გეგმავენ საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაია საქართველოში ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ გიედრიუს პუოჯიუნასს შეხვდა
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველო” ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს