რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის დონეცკის ოლქის დაბომბვას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა – მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის დონეცკის ოლქის დაბომბვას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა.

მედიის ცნობით, კრამატორსკსა და კონსტანტინოვკაში განადგურებულია საცხოვრებელი სახლები. პარალელურად, 12-მდე გაიზარდა რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ქალაქ კრივი რიჰის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი.

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის კიროვოგრადის რეგიონზე კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავებით მიიტანა იერიში. თავდასხმის შედეგად, ინფრასტრუქტურული ობიექტი განადგურდა.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო სამ დღეში უკრაინის არმიამ სამი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლა.

banner
წინა სტატიაშითბილისის საზაფხულო საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 20 ივნისს დაიწყება
შემდეგი სტატიასამწუხაროდ, ეს კანონი „გირჩს“ არანაირად შეეხება, ნეტავ, ის ფინანსური საშუალება გვქონდეს, რაც გათვალისწინებულია იმ ხალხისთვის, ვისზეც კანონის რეგულირება ვრცელდება – ხვიჩია