რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხარკოვის ოლქის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხარკოვის ოლქის დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ერთი მამაკაცი, კიდევ ერთი პირი დაშავდა. დაბომბვის შედეგად, ათზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. ინფორმაციას მედია ხარკოვის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა საარტილერიო შეტევა განახორციელეს ფერმერული მეურნეობის წინააღმდეგ. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, უკრაინის სამხრეთით ფრონტის ხაზი ქალაქ კრივოი როგიდან 50 კილომეტრში მდებარეობს.

ხერსონის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების ხელმძღვანელებს ნიშნავენ და საზოგადოებაზე ზეწოლას ახდენენ, რათა საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია აღიარონ.

საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს უკრაინის აღმოსავლეთში. მედიის ცნობით, დონბასში გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის არმიამ რუსეთის ათი შეტევა მოიგერია. უკრაინელმა სამხედროებმა რუსი სამხედროების ტანკები, საარტილერიო სისტემები და ჯავშანტექნიკა გაანადგურეს.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი – ჩვენი სურვილია, უკრაინისა და რუსეთის ლიდერები შევკრიბოთ სტამბოლში ან ანკარაში, უკრაინის აღმოსავლეთთან დაკავშირებით გადასადგმელი ნაბიჯების გადაწყვეტის ადგილი თურქეთი იქნება
შემდეგი სტატიალავროვი – მოსკოვი ხელოვნურად არ დაარეგულირებს უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაციის 9 მაისამდე დასრულების ვადებს