რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კასპის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული კახაბერ მერებაშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული კახაბერ მერებაშვილი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უკანონო პატიმრობაში მყოფი კახაბერ მერებაშვილის გათავისუფლების პროცესში, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები.

„ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ ძალისხმევას უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს”, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია – ივანიშვილის რეჟიმი პუტინის ბოროტების იმპერიის რბილი სატელიტია
შემდეგი სტატიაგაერო – გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანა 45 000-ზე მეტმა უკრაინელმა დატოვა