რუსეთის სამთავრობო უწყებამ 20 მილიონი მისამართი დაბლოკა 24 საათში

16 აპრილიდან რუსეთის კომუნიკაციის ზედამხედველობის სამსახური რუსეთის ტერიტორიაზე Telegram-ის მესენჯერის დაბლოკვას ცდილობს. უწყებამ მილიონობით მისამართი დაბლოკა, მაგრამ მესენჯერი მაინც მუშაობს.
კომუნიკაციის ზედამხედველობის სამსახურმა Telegram-ზე შეტევა ორშაბათს დილიდან დაიწყო. ამის შემდეგ Telegram-ი ამერიკული კომპანიების Google-ის და Amazon-ის სერვერებზე გადავიდა. ამასობაში, რუსეთის სამთავრობო უწყებამ 20 მილიონი მისამართი დაბლოკა 24 საათში. სამშაბათს რაოდენობა შემცირდა 16 მილიონამდე. „დაბლოკვების“ ექსპერტმა ფილიპ კულინმა სპეციალური პროგრამა დაწერა, რომელიც დაბლოკილ მისამართებს პოულობს. იმავე ტაქტიკას იყენებდა რუსეთის კომუნიკაციის ზედამხედველობის სამსახური ინტერნეტ-რაცია Zello-ს წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ამაზონმა Zello-ს თავისი სერვერის დატოვება მოსთხოვა, რაცია “გუგლის” რესურსებზე მუშაობს VPN-სერვისების მეშვეობით. მისამართები, რომელსაც რუსული უწყება ბლოკავს, მხოლოდ ტელეგრამს არ ეკუთვნის. სხვა ინტერნეტ-სერვისების და გვერდების მფლობელები მუშაობაში შეფერხებაზე საუბრობენ, მათ შორის არიან ონლაინ-მაღაზიები, მომსახურების სხვადასხვა სფეროები, კონკურენტი „მესენჯერიც“ კი.
“ამაზონსა” და “გუგლზე” ინფრასტრუქტურის დაქირავებისას, Telegram-მა ასობით „აიპი მისამართი“ მიიღო და გავრცელების საკუთარი სისტემა შექმნა: მომხმარებლები შესვლის ბევრ წერტილს იღებდნენ სხვადასხვა „აიპი მისამართით“, რომელიც ზედამხედველობის სამსახურის სიაში არ არის”- აცხადებს ექსპერტი ილია შარაპოვი.
Telegram-ი ქსელურ მისამართებს ადვილად ამისამართებს იმათზე, ვინც ჯერ არ არის დაბლოკილი სმარტფონების push-შეტყობინებებით – ამას ყურადღება iGuides-მა მიაქცია. „პუში“ მოწყობილობის საიდენთიფიკაციო ნომერზეა მიბმული და გადის Google, Apple-ის ან Microsoft-ის სერვერებს პლატფორმის მიუხედავად. სამთავრობო ზედამხედველობის სამსახურმა განაცხადა, რომ მათ უკვე გამოთვალეს ქსელური მისამართები, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, დაბლოკავენ თუ არა.
17 აპრილს კომუნიკაციის ზედამხედველობის სამსახურმა Apple-ს და Google-ს მოსთხოვა ტელეგრამი App Store-დან და Google Play-დან ამოეშალათ. კომპანიებს ჯერჯერობით, ეს არ გაუკეთებიათ. ზოგიერთი მომხმარებლის თქმით, მათ არც შეუმჩნევიათ Telegram-ის პრობლემები.

banner
წინა სტატიაშიასადის რეჟიმს რაკეტები კვლავ დაუშინეს
შემდეგი სტატიატრამპის მრჩეველმა დაადასტურა, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე მუშაობს