რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას საქართელოსთვის საშიში შედეგები ექნება

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას საქართელოსთვის საშიში შედეგები ექნება

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას საქართელოსთვის საშიში შედეგები ექნებარუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას საქართელოსთვის საშიში შედეგები ექნება

თურქეთის საჰაერო ძალების მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებამ სიტუაცია რეგიონში ძალიან დაძაბა. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?  რა საშიშროების წინაშე დგას საქართველო? – ამ და სხვა კითხვებზე ინტერნეტ-საიტის, Timer.ge-ს კითხვებზე პასუხობს ექსპერტი გელა ვასაძე:

გელა ვასაძე: ძალიან მარტივი, და ამავდროულად, საკმაოდ რთული სიტუაცია არის, იქიდან გამომდინარე რომ ვისაც უხარია,  ეგ რომ მოხდა, ვთქვათ, ან ვინც ენთუზიაზმით მიიღო ეს ამბავი, არაფერი კარგი ამაში არ არის. ფაქტიურად, პირველად ისტორიაში ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა ჩამოაგდეს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი. სინამდვილეში, ეს casus belli-ა, ანუ  საბაბი ომისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ომი არ იქნება, მაგრამ სიტუაცია საკმაოდ დაიძაბება.

ჩვენს რეგიონზე როგორ აისახება?

მოდი დავიწყოთ იმით, რომ შეიძლებოდა თუ არა, ეს შემთხვევითობა ყოფილიყო. არა, ეს არის თურქების პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან შემთხვევით ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გამოყენება არ ხდება,  ვმსახურობდი სსრკ-ს დროს ჯარის ამ ნაწილებში და ვიცი.  გადაწყვეტილება ჩამოგდებაზე მიღებული იყო პოლიტიკურ დონეზე, რა თქმა უნდა ეგ იქნებოდა ან პრეზიდენტის, ან პრემიერ-მინისტრის დონეზე, როგორც მინიმუმი.

როგორ აისახება ჩვენს ურთიერთობებზე რუსეთთან ან ჩვენს ურთიერთობებზე თურქეთთან? მე ვფიქრობ, ჩვენ საკმაოდ სარისკო სიტუაციაში აღმოვჩნდით. არის დიდი ალბათობა იმის, რომ  ეხლა რუსეთი გააქტიურდება ჩვენი მიმართულებით და ეცდება: 1. დაეუფლოს რკინიგზას,  2. გაზსასადენებს, და 3. აიძულონ საქართველო, სცნოს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა. ეს არის კრემლის სამი ძირითადი ამოცანა, მართალია, ისედაც მიდიან ამ მიმართულებით, მაგრამ გააქტიურება მოხდება იქიდან გამომდინარე, რომ დაიძაბება ურთიერთობები ნატოსა და რუსეთს შორის, თურქეთსა და რუსეთს შორის. შექმნილი სიტუაციის გამო, თურქები მზად არ არიან, სათანადო პასუხი გასცენ რუსეთს საქართველოში და აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ კრემლი სერიოზულად ამოქმედდება საქართველოს მიმართულებით. ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე.

დაახლოებით, რამდენ ხანში შეიძლება ეს მოხდეს?

შეიძლება რამდენიმე თვეში. ეს პროცესები ისედაც მიდის და რუსები ეხლა უფრო დააჩქარებენ. მარტო ჩვენი ძალებით ამ წნეხს ვერ გავუძლებთ და განწირულები ვართ. ამ სიტუაციაში ბევრი რამ დამოკიდებულია დასავლეთზე, ამერილიე შეერთებულ შტატებსა და რა თქმა უნდა, თურქეთზეც.

მოსალოდნელია საომარი მოქმედებები რუსეთსა და თურქეთს შორის?

გამორიცხულია, კი ვახსენე casus belli, მაგრამ წარმოუდგენელია, ეხლა რუსეთ-თურქეთის ომი. რა თქმა უნდა რუსეთის პასუხისმგებლობა ამ ინციდენტში არის უზარმაზარი იქიდან გამომდინარე, რომ სულ ეხლახან, ერთი თვეც არ არის, იმ საბაბით, რომ ებრძვის ისლამურ სახელმწიფოს, რუსეთი ფაქტიურად ბომბავდა სირიულ ოპოზიციას. სირიული ოპოზიცია, მოგეხსენებათ, არის თურქეთის მოკავშირე სირიის სამოქალაქო ომში.  როცა რამდენიმე დღის წინათ რუსეთმა დაბომბა იდლიბი, განაცხადა, რომ იქ არის „ისლამური სახელმწიფო“.  მაგრამ ეს არ არის სიმართლე, ISIS იქ საერთოდ არ არის, იქ არის სირიული ოპოზიცია.

არ ვიცი, რით ავხსნა თურქების ეს ნაბიჯი, მაგრამ შეიძლება ეს გამოწვეული იყო იმით რომ შეწყვიტონ რუსების ძალიან აქტიური ჩარევა სირიის კონფლიქტში. ისიც გავითვალისწინოთ, რომ რუსული ტანკები უკვე არის სირიაში, გუშინწინ ინტერნეტში გამოჩნდა ტ-90 სერიის ტანკის ფოტოები. მოგეხსენებათ, ეს არის რუსების ყველაზე ახალი ტანკი, ამიტომ გამორიცხულია, სირიის ეკიპაჟი იყოს იმ ტანკში – იქ რუსული ეკიპაჟია, ანუ რუსებმა დაიწყეს სახმელეთო ოპერაცია სირიაში. რა თქმა უნდა, ამის შესახებ  იციან თურქებმა, მართალია,  საჯაროდ არავის გამოუცხადებია, მაგრამ ჩვენ თუ გვაქვს ინფორმაცია, თურქებს, მითუმეტეს, ექნებათ.

ეყოფა რუსეთს ძალები, რომ ორი მხრიდან, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დაიწყოს საომარი მოქმედებები?

არ მგონია, რომ რუსეთი სამხედრო ფაზას დაიწყებს, მე მეხდველობაში მქონდა მეხუთე კოლონის გააქტიურება, საქართველოს ხელისუფლებაშიც საკმაოდ არის პრორუსული ძალები. მე ომს არ ვგულისხმობ არავითარ შემთხვევაში, რუსეთს არ სჭირდება ომი საქართელოსთან, რადგან საკმაოდ ლოიალური მთავრობა ჰყავს ეხლა აქ, თბილისში.

და პლიუს ამას, რბილი ძალა და პრორუსული არასამთავრობოები

ეგ არის ზუსტად რბილი ძალის ტაქტიკა.

 

banner
წინა სტატიაშიარქიმანდრიტი ილია კარტოზია განსაკუთრებული სიმამაცისთვის დაჯილდოვდა
შემდეგი სტატია“პატრიოტთა ალიანსმა” შიმშილობა შეწყვიტა