6.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

რუსეთის სამხედრო სასამართლომ “კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმაში მონაწილე 15 პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

რუსული მედიის ცნობით, სამხედრო სასამართლომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმაში მონაწილე 19 პირიდან 15-ს სამუდამო პატიმრობა, ხოლო 4 პირს 19-დან 22-წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ დაკავებულებს თავდასხმის შედეგად დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურების სახით 200 მილიონ რუბლზე მეტის გადახდა დააკისრა.

შეგახსენებთ, მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა 2024 წლის 22 მარტს განხორციელდა, რის შედეგადაც 149 ადამიანი დაიღუპა. თავდამსხმელებმა დარბაზში ცეცხლი ავტომატური იარაღებიდან გახსნეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამური სახელმწიფო – ხორასანმა“ აიღო.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა: სასამართლომ განზრახ მკვლელობის და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა: ტრუსკავეც – მდინარაძე, პროპაგანდისტების უსტაბაში უნდა გავაწბილო: ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ