უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ ასობით მოსახლე დაიღუპა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უარი თქვეს იმ პირების ევაკუაციაზე, ვისაც რუსული პასპორტი არ ჰქონდა.
წინასწარი მონაცემებით, კახოვკის ჰიდროელექტორსადგურის აფეთქების შედეგად სამხრეთ ხერსონის ქალაქ ოლეშკში 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
“საერთაშორისო სამართლისა და ყველა ადამიანური ნორმის დარღვევით, რუსებმა ადგილობრივი მოსახლეობა სასიკვდილოდ გაწირეს. რუსების მხრიდან ადგილობრივ მოსახლეობასთან მოპყრობაში გენოციდის ყველა ნიშანი იკვეთება და ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო უკრაინელების წინააღმდეგ ძალადობაში, სამართლებრივად აგებს პასუხს”. – წერს უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი Telegram-ზე.