რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკის 70%-ს აკონტროლებენ – გაიდაი

რუსეთის სამხედრო ძალები ქალაქ სევეროდონეცკის 70%-ს აკონტროლებენ. ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს. მისივე თქმით, სევეროდონეცკის ქუჩებში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინელი ჯარისკაცების ნაწილი წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე გადავიდა, ხოლო სხვა ქვედანაყოფები ბრძოლას ქალაქის შიგნით განაგრძობენ.

“მეზობელი ლისიჩანსკი სრულიად უკრაინის კონტროლის ქვეშაა, მაგრამ ლუგანსკის რეგიონის ყველა თავისუფალი დასახლება მუდამ იბომბება”. – თქვა გაიდაიმ.

banner
წინა სტატიაშიდაფინანსდა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას – მთავრობის მოხსენება
შემდეგი სტატიანინო წილოსანი: ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მეჩაიეობის დარგის თანმიმდევრულ განვითარებას ქვეყანაში