რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში 261 ბავშვი გარდაიცვალა

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 261 ბავშვია დაღუპული, 463-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 187, კიევის ოლქში – 116, ხარკოვის ოლქში – 112, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 52, ხერსონის ოლქში – 52, ნიკოლაევის ოლქში – 47, ზაპოროჟიეს ოლქში – 29, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16, ჟიტომირის ოლქში -15.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 938 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 182 მთლიანად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

banner
წინა სტატიაში„როიტერი“ – რუსეთი წყნარ ოკეანეში სამხედრო წვრთნებს იწყებს
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიის თავისუფლების შესახებ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი