რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში 221 ბავშვი გარდაიცვალა

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად ქვეყანაში უკვე 221 ბავშვია დაღუპული, 408-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში – 139, კიევის ოლქში – 116, ხარკოვის ოლქში – 95, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ხერსონის ოლქში – 46, მიკოლაევის ოლქში – 44, ლუგანსკის ოლქში – 37, ზაპოროჟიეს ოლქში – 27, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16, ჟიტომირის ოლქში – 15.

“3 მაისს, ნიკოლაევის რაიონის სოფელ ველიკი-კუტში რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 9 წლის გოგონა დაიჭრა.

კიევის რეგიონში რუსული არმიის მიერ ჩადენილი კრიმინალური დანაშაულების გამოძიების ფარგლებში, სოფელ შიბინეში 10 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს, რომელიც სახლზე მტრის ჭურვის დაცემის შედეგად დაიღუპა”, – აცხადებენ პროკურატურაში.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 584 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 118 მთლიანად განადგურებულია.

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი უკრაინისთვის მარშალის ევროპულ გეგმას იწყებს
შემდეგი სტატიახუნდაძე სააკაშვილს მიმართავს – როგორც ექიმი გირჩევთ, გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას და როგორც პოლიტიკოსი მოგიწოდებთ, პასუხისმგებლობა აიღოთ თქვენს პოლიტიკურ მოღვაწეობაზე