6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

რუსეთის სამარის ოლქში დრონებით შეტევის შემდეგ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის

რუსეთის სამარის ოლქში, ქალაქ ნოვოკუიბიშევსკში, დრონებით შეტევის შედეგად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას Telegram-არხები Astra, Exilenova+ და სხვა მონიტორინგის არხები ავრცელებენ.

გავრცელებული ცნობით, ცეცხლი ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩნდა. საწარმო რეაქტიულ საწვავსაც აწარმოებს, რომელიც რუსეთის საჰაერო ძალების საჭიროებებისთვის გამოიყენება.

ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 2007 წლიდან კომპანია „როსნეფტის“ ჯგუფში შედის. საწარმოს წლიური წარმადობა დაახლოებით 8,8 მილიონი ტონა ნავთობია.

ქარხანა 20-ზე მეტი სახეობის ნავთობპროდუქტს აწარმოებს, მათ შორის საავტომობილო ბენზინს, ევრო-5 სტანდარტის დიზელის საწვავს, რეაქტიულ საწვავს, ბიტუმსა და ნავთობის კოქსს.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა უკრაინაში კიდევ 1 590 სამხედრო და ორი თვითმფრინავი დაკარგა – გენშტაბი
შემდეგი სტატიარუსეთის შეტევის შედეგად კიევში ერთი ადამიანი დაიღუპა