რუსეთის სახელმწიფო ვებ-გვერდებზე კიბერშეტევების უკან ამერიკულ კვალს ხედავენ

6რუსეთის სახელმწიფო ორგანოების კომპიუტერული ქსელებზე კიბერშეტევის უკან აშშ დგას – ასეთი აზრი გამოთქვა რადიო “გავარიტ მასკვას” ეთერში რუსეთის დუმას უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი გოროვცევმა.
“ეს პირველ რიგში ხელს აძლევდათ ამერიკელებს. კომპანიებს Компании Microsoft, Oracle ისინი ჩვენი საინფორმაციო უსაფრთხოებისათვის საშიშროებას წარმოადგენენ და არა მხოლოდ საინფორმაციო უსაფრთხოებისათვის” – განაცხადა პარლამენტარმა.

დღესვე,  ჰაკერებმა კომპიუტერული პროგრამა გატეხეს, რომელსაც აშშ-ში ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბი იყენებდა.

“მონაცემთა ბაზის პროგრამა, რომლითაც ჩვენი საარჩევნო შტაბი ხელმძღვანელობდა, გატეხეს ეროვნული კომიტეტის სერვერებზე შეტევისას” – განაცხადა კლინტონის პრეს-მდივანმა ნიკ მეროლმა.მისივე განცხადებით მიმდინარე მომენტში დამოუკიდებელი ექსპერტები სწავლობენ დემოკრატიული პარტიის კომპიუტერულ ქსელს. ჯერჯერობით ხელჩასაჭიდი არაფერი აქვთ.
“ნიუ-იორკ თაიმსი” ამერიკის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ შეტევის უკან შესაძლებელია რუსები იდგნენ.

banner
წინა სტატიაშისანდრო ბრეგაძე: „ღარიბაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი მისი ეროვნული პოზიცია იყო!“
შემდეგი სტატიასტამბოლში პუტჩის საქმეზე დაკავებულთა უმრავლესობა გაანთავისუფლეს