რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები შავ ზღვაზე მუდმივ პატრულირებას იწყებენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩემი განკარგულებით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები იწყებენ შავი ზღვის თავზე საჰაერო სივრცის ნეიტრალურ ზონაში მუდმივ პატრულირებას. ჩვენი თვითმფრინავები, МиГ-31-ები შეიარაღებული იქნება კინჟალის კომპლექსებით. ეს კომპლექსები 1 000 კილომეტრის სიშორეზე მოქმედებენ. ეს მუქარა არ არის“, – აცხადებს პუტინი.