10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად, კრამატორსკში ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა

None

კრამატორსკში რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა.

ინფორმაცია ამის შესახებ დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვადიმ ფილაშკინმა გაავრცელა.

ფილაშკინას თქმით, რუსულმა ჯარებმა ქალაქში ხუთი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს. მისივე ცნობით, თავდასხმისას დაზიანდა რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა და ავტომობილი.

„ადგილზე მუშაობს ყველა საჭირო სამსახური. დაჭრილებს სამედიცინო დახმარებას უწევენ. საცხოვრებელი შენობების დღისით დაბომბვა რუსების მიერ განზრახ გაკეთებული არჩევანი და ტაქტიკაა“, – აცხადებს ვადიმ ფილაშკინი.

banner
წინა სტატიაშისინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება
შემდეგი სტატიამიტროპოლიტი პეტრე ცაავა მიმართვას ავრცელებს