15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

რუსეთის საგარეოს ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. არჩევნებში კამბოლოვმა “გაიმარჯვა”

რუსეთის საგარეოს ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. არჩევნებში კამბოლოვმა “გაიმარჯვა”.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება:

“სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის ფონზე და ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფოს მეთაურის ვადამდელი არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნები შემდგარად გამოაცხადა. პირველი ადგილი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა და მთავრობის თავმჯდომარემ, მ.ა. კამბოლოვმა დაიკავა.

შედეგები მოწმობს სამხრეთ ოსეთის საზოგადოების ფართო მოთხოვნაზე შიდაპოლიტიკურ სტაბილურობაზე, პროგრესსა და რუსეთის ფედერაციასთან კავშირების ყოველმხრივ განვითარებაზე.

რუსი და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, ნების გამოხატვის პროცესი შეესაბამებოდა სახალხო კენჭისყრის ორგანიზებისა და ჩატარების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და სტანდარტებს. არჩევნებმა დაადასტურა, რომ სამხრეთ ოსეთი წარმატებით წყვეტს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული პროცედურების განმტკიცების ამოცანებს.

რუსეთი მიზნად ისახავს მოძმე რესპუბლიკასთან და მის პრეზიდენტთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს სამოკავშირეო ურთიერთობები და ინტეგრაცია ჩვენს ქვეყნებს შორის“,- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის კანდიდატმა მარატ კამბოლოვმა “გაიმარჯვა”. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ცენტრალურმა საარევნო კომისიამ ხმების 99% დაითვალა. მათი ინფორმაციით, “არჩევნებში” აქტივობა 73,2% იყო, რაც 32 000-ზე მეტი ამომრჩეველია.

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთში, ერ-რიადის აეროპორტთან ხანძარი გაჩნდა- Reuters
შემდეგი სტატიაშაჰიდის რეაქტიული დრონების ჰაერშივე გასანადგურებლად უკრაინამ ახალი გადამჭერი დრონი შექმნა