რუსეთის საგარეო უწყების ბრალდებები ქართულ მხარეს-რამ გამოიწვია რუსეთის შეშფოთება?

რუსეთი შეშფოთებულია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში შეხვედრის ჩაშლით, რაც თბილისის მხრიდან მექანიზმის მუშაობის პოლიტიზირების მცდელობებით არის გამოწვეული. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„გამოვთქვამთ სერიოზულ შეშფოთებას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 89-ე შეხვედრის ჩაშლის გამო, რომელიც 14 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, შეხვედრის ჩაშლის მიზეზი გახდა ის, რომ „თბილისის წარმომადგენლებმა დღის წესრიგში ცხინვალისთვის მიუღებელი პოლიტიზირებული პუნქტები შეიტანეს და ინტერპოლის ხაზით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ორ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადეს“.

„შეგახსენებთ, რომ ქართული მხარის კონფრონტაციული ქმედებების გამო მანამდე ანალოგიური მექანიზმის მუშაობა ქართულ-აფხაზურ საზღვარზეც შეჩერდა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პოლიტიზირებაზე მიმართული თბილისის კურსი ამ სასარგებლო ფორმატის ბლოკირების საფრთხეს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ ცხინვალი მომავალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარს არ ამბობს. მოვუწოდებთ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, გამოიჩინონ აუცილებელი პრინციპულობა და ხელი შეუწყონ მექანიზმის მუშაობის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებას“, – აღნიშნა ზახაროვამ.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის დენდროლოგიური პარკი და ნატანების დაზარალებული მოსახლეობა
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტრო ფინანსური აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს