8.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

რუსეთის საგარეო უწყება თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებსა და ე.წ. საზღვრების დემარკაციას ითხოვს

საქართველომ კვლავ ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის შესახებ გარანტიები უნდა გასცეს და ე.წ. საზღვრების დემარკაცია უნდა მოხდეს,_ ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“ნოემბერში დაგეგმილი მორიგი რაუნდისთვის მზადების ფარგლებში დეტალურად განიხილეს დისკუსიების მიმდინარე საკითხები, რომლებიც ამ მნიშვნელოვანი მოლაპარაკების ფორმატის დღის წესრიგშია. რუსეთის მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მტკიცე უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას.

პრაქტიკული თვალსაზრისით, ყურადღება უნდა გამახვილდეს კონკრეტული ზომების შემუშავებაზე, რაც, უპირველეს ყოვლისა, ეხება ოფიციალური თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემას, აგრეთვე საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას, რასაც შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს”, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ზელენსკი ისტერიკაშია და რაციონალურად მოქმედება არ შეუძლია”- პესკოვი
შემდეგი სტატიაზელენსკი: “ენერგეტიკული ზავის” შესახებ ინფორმაცია ჩემთვის სიახლეა, თუ რუსები დათანხმდებიან, უკრაინაც თანახმაა