რუსეთის საგარეო უწყება საქართველოში მყოფ რუს ტურისტებს მოუწოდებს, მასობრივი პოლიტიკური ღონისძიებების ადგილებს მოერიდონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიზისული ცენტრი საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, მასობრივი პოლიტიკური ღონისძიებების გამართვის ადგილებს მოერიდონ. ამის შესახებ განცხადება ცენტრმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გაავრცელა.

“8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ტურისტებს ვურჩევთ, მოერიდონ მასობრივი პოლიტიკური ღონისძიებების ჩატარების ადგილებს” , – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრიოს სიტუაციურ-კრიზისული ცენტრის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში,,რუსთავი2“-ის პოლიტიკური დებატები ჩაიშალა – ,,ოცნების” უარი
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი : “თუ ვინმე არ მოდის, ნუ მოვა – დატოვეთ სკამი ცარიელი“