რუსეთის საგარეო უწყება რუსებს ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობისგან თავშეკავებას ურჩევს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.

„რუსული მხარე აფხაზეთის შიდა პროცესებში ჩარევის გარეშე მოელის, რომ შექმნილი ვითარება მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკური გზით გადაწყდება“, – განაცხადა მან სოხუმში გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

სოხუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ.აქციის მონაწილეები პირობას დებენ, რომ დარჩებიან „მთავრობის შენობებში“ მანამ, სანამ ინვესტიციების შესახებ აფხაზურ-რუსული შეთანხმების რატიფიცირების დოკუმნეტი არ გაუქმდება და აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი ასლან ბჟანია არ გადადგება. ბლოკირებულია ბჟანიას “კაბინეტი”.

banner
წინა სტატიაშისაპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ინვესტიციების შესახებ აფხაზურ-რუსული შეთანხმების რატიფიცირების საკითხს სკანდირებენ-რასია, რასია! (ვიდეო)
შემდეგი სტატიასიცრუეა თითქოს ცესკო სხდომის ჩატარებას ქალაქგარეთ გეგმავს – ცენტრალური საარჩევნო კომისია