რუსეთის საგარეო უწყება – რეის MH17-ის კატასტროფის გამოძიება მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებულია

SAGAREOრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ უკრაინაში რეისს MH17-ის კატასტროფის გამოძიებას მიკერძოებულსა და პოლიტიკურ მოტივირებულს უწოდებს. შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთა, მისი თქმით, საგამოძიებო ჯგუფი ნებაყოფლობით არჩევს დამნაშავეებს და იგონებს სასურველ შედეგებს.

“რუსეთმა თავიდანვე შესთავაზა ერთობლივად მუშაობა მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით. ამის ნაცვლად, საერთაშორისო გამომძიებლება ჩამოაშორეს მოსკოვი საგამოძიებო პროცესს და ჩვენს ძალისხმევას მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლი მიანიჭეს. ბოროტ ხუმრობას ჰგავს, თუმცა უკრაინას მათ საგამოძიებო ჯგუფის სრულფასოვანი წევრის სტატუსი მიანიჭეს და ამით აჩუქეს შესაძლებლობა, გააყალბოს მტკიცებულებები და საქმე თავის სასარგებლოს აწარმოოს”, – განაცხადა ზახარივამ

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, გამოძიება უგულვებელყოფს რუსული მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს.

“მალაზიური ავიახაზების” კუთვნილი “ბოინგი-777” 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის ოლქში ჩამოვარდა. რეისი MH17 ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა. ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი – 298 ადამიანი დაიღუპა.

28 სექტემბერს საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია ნათქვამია, რომ თვითმფრინავი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, სოფელ სნეჟნოედან ნასროლი “ბუკის” ტიპის რაკეტით ჩამოაგდეს.

მტკიცებულებების სახით ექსპერტთა ჯგუფმა ფოტო და ვიდეოჩანაწერები წარადგინეს, ასევე საუბრის აუდიოჩანაწერები. გამომძიებლებმა დეტალურად აღწერეს, როგორ გადაადგილდებოდა კოლონა, რომელსაც “ბუკის” რაკეტა გადაჰქონდა, როგორი იყო მისი მარშრუტი. გამოძიების ცნობით, “ბუკის” ტიპის რაკეტა, რომლითაც თვითმფრინავი ჩამოაგდეს, უკრაინაში რუსეთიდან ჩაიტანეს.

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ნიდერლანდების, ავსტრალიის, მალაიზიის, ბელგიისა და უკრაინის წარმომადგენლები. ჯგუფი გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მანდატით მოქმედებს. ჯგუფის დასკვნა შესაძლოა, სისხლის სამართლის დევნის საფუძველი გახდეს.

banner
წინა სტატიაშიბულგარეთმა გაეროს გენერალური მდივნის ახალი კანდიდატურა წამოაყენა
შემდეგი სტატია„ოცნებამ“ ფარული საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო?