რუსეთის საგარეო უწყება: “პროვოკაციულად მივიჩნევთ ნატო-ს გენერალური მდივნისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე

“პროვოკაციულად მივიჩნევთ ნატო-ს გენერალური მდივნისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან საზღვრებზე არსებული ვითარება დისკუსიის ყველა მონაწილის მიერ (გარდა საქართველოს წარმომადგენლებისა) მთლიანობაში, აღიარებული იყო როგორც სტაბილური. საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არ არის. ამიერკავკასიაში, რეგიონალური უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა „აშშ და ნატო-ს სამხედრო აქტიურობაა საქართველოს ტერიტორიაზე.

პროვოკაციულად მივიჩნევთ ნატო-ს გენერალური მდივნისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე. ზუსტად ასეთმა უპასუხისმგებლო მესიჯებმა 2008 წლის აგვისტოში თბილისი წააქეზა დანაშაულებრივი სამხედრო ავანტიურა განეხორციელებინა“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგაუქმებული სხდომები – ომბუდსმენი ვარაუდობს, რომ გიორგი მარგველაშვილი შეწყალების აქტს აღარ გამოსცემს
შემდეგი სტატიაჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რაუნდზე რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების დესტრუქციის გამო, ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის განხილვა ვერ მოხერხდა