რუსეთის საგარეო უწყება კარასინი-აბაშიძის შეხვედრასთან დაკავშირებით მედიისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო უწყება კარასინი-აბაშიძის შეხვედრასთან დაკავშირებით მედიისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო “თაიმერი” უცვლელად გთავახობთ. განცხადება უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან რუსეთმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა“27 თებერვალს პრაღაში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გ.ბ. კარასინსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზ.აბაშიძეს შორის შეხვედრა გაიმართა.
ჩატარდა დეტალური დისკუსია 2012 წლიდან მიმდინარე პროცესის ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობის განვითარების პრაქტიკულ საკითხების კომპლექსთან დაკავშირებით.
მხარეებმა დამაკმაყოფილებლად შეაფასეს 2018 წელს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში რუსულ-ქართული ურთიერთობის შედეგები. დაფიქსირებულია ტვირთბრუნვის ზრდადობა, რომელმაც 25%-ით მოიმატა და 1,35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთი საქართველოსთვის საგარეო ვაჭრობაში მეორე პარტნიორად და ქართული ღვინის მსხვილ იმპორტიორად რჩება: მისი მოცულობის 2/3 რუსულ ბაზარში შედის. საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობაც იზრდება (2018 წელს 1,4 მილიონი). დინამიურად იზრდება სატრანსპორტო სფერო. ტვირთგადაზიდვის გაზრდის გათვალისწინებით, ორი ქვეყნის მთავრობა მის გაზრდას განიხილავს. გაიზარდა ჰუმანიტარული კონტაქტები, მათ შორის, კულტურული დღეები, კინოფესტივალები, მეცნიერთა თემატური შეხვედრები.
განხილულ იქნა 2011 წლის ნოემბრის საბაჟო მონიტორინგის რუსულ-ქართული სამთავრობოთაშორისი შეთანხმების შესრულების პერსპექტივები. ამავე დროს, რუსულმა მხარემ მზაობა გამოთქვა შეთანხმების რეალიზაციის დაჩქარებაზე მისი პირობების დაცვის შესაბამისად. მიესალმნენ სამუშაო მიზნობრივი ჯგუფების შექმნას.
მიუხედავად დაგროვილი პოზიტივისა, ორმხრივი ურთიერთობისთვის სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება საქართველოს ნატოსთან სამხერო თანამშრომლობა, მათ შორის, საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება. კარასინმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ქართველი მაღალჩინოსნების ღიად არამეგობრული გამოსვლები ნეგატიურად მოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაზე” – წერია მედიისთვის გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

შეხვედრის შედეგებით კონტაქტების გაგრძელება დადასტურებულია. მომავალი შეხვედრა პირობითად, 2019 წლის ზაფხულში ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველო-რუსეთს შორის 2018 წელს ტვირთბრუნვა 1,35 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა
შემდეგი სტატიათბილისში სავარაუდოდ CO-ს დაგროვების შედეგად, 2 ადამიანი გარდაცვლილა