რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ირანში რეჟიმის იძულებით შეცვლის მცდელობასა და არაბ მეზობლებთან თეირანის ურთიერთობების ნორმალიზების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.
„ნათელი გახდა, რომ ირანში რეჟიმის შეცვლის გარდა, რომელიც ხორციელდება ყველაზე არაკეთილსინდისიერი საშუალებებით, როგორიცაა სუვერენული სახელმწიფოს ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია, ვაშინგტონი და თელ-ავივი ცდილობენ ირანსა და მის არაბ მეზობლებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის ჩაშლის პროვოცირებას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ ეს არ არის ე.წ. „რეჟიმის ცვლილების“ ომი, მაგრამ რეჟიმი ნამდვილად შეიცვალა.















