რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ენმ-ში “მოთაფვლის” პოლიტიკად აფასებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გნცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ მათთვის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგები მისაღებია და მზად არიან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, ნაციონალურ მოძრაობაში “მოთაფვლის” პოლიტიკად აფასებენ.

მთავარ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება რეალურად არ დგამს ნაბიჯებს იმისკენ, რომ მოხდეს ქვეყნის ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში.

“როგორც ჩანს რუსეთის ხელისუფლება ძალიან კმაყოფილია არჩევნების შედეგებით იმიტომ, რომ ხელისუფლებაში დარჩა პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც დასავლური ორიენტაცია არის დეკლარაცია და რეალურად არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს ამ ქვეყნის ეკონომიკური და სხვა სახის ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში. რუსეთმა როგორც ჩანს გადაწყვიტა, გადავიდეს შეტევაზე – ამჯერად მოთაფვლის პოლიტიკის გატარებით და შეეცადოს დაგვარწმუნოს იმაში, რომ რუსეთს უფრო მეტი შეუძლია შესთავაზოს საქართველოს ვიდრე დასავლეთმა,”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: რუსეთის ბაზარი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის
შემდეგი სტატიასეული: ფხენიანი რაკეტის ხელახალ გაშვებას ლამობდა